13:05 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 11:39:34, 601 ნახვა

საზოგადოება
ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022  საქართველოს სტენდი გაიხსნა. ქართულმა კომპანიებმა  დამთვალიერებელს სხვადასხვა სახის პროდუქცია გააცნეს.

უწყების ცნობით, გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.

ქართული სტენდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა დაათვალიერა, რომელმაც ქართველ მეწარმეებს წარმატება უსურვა და საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული სტენდის სტუმარი  აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც, გარდა სავაჭრო ურთიერთობებისა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობას გაუსვა ხაზი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გამოფენაში მონაწილეობა ამ ურთიერთობების გაღრმავებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. ქართულ სტენდზე წარმოდგენილმა კომპანიებმა, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღეს. ვფიქრობ, გამოფენა იძლევა შესაძლებლობას, ჩვენი პროდუქციის რეალიზაციის არეალი კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
CASPIAN AGRO კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, სადაც, მსოფლიო მასშტაბით, არაერთი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. გამოფენის ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ცხოველთა კვება, მებოსტნეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და გადამუშავება. 
„ბაქოში გამართული ეს მასშტაბური გამოფენა იძლევა საქმიანი კონტაქტების  დამყარების, კომუნიკაციის, ექსპორტის ხელშეწყობის, ახალი საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის შესაძლებლობას. გამოფენის ფარგლებში, მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები გაიმართა, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების ხელშემწყობი ფაქტორია“, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, გიორგი სურმანიძის განცხადებით, ასეთი მასშტაბის გამოფენები ხელს უწყობს მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაციას. „უკვე წლებია, აზერბაიჯანი არის ჩვენი სავაჭრო პარტნიორი. ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს ჩვენს სამინისტროებს ცენტრალურ დონეზე. გამოფენის ფარგლებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, რაც, სამომავლოდ, შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი აზერბაიჯანულ ბაზარზე“, - აღნიშნა გიორგი სურმანიძემ.
გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022  საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდათ კომპანიებს: შპს ქართული აგროპროდუქტი, შპს ინვეტი, შპს ბადაგი +, შპს რუხი ქვინი, შპს ბლუბერი ფარმი, შპს ჯეონატურალსი, შპს ხილარი, შპს ბენჯი, შპს მომავლის მეღვინეობა,  შპს FOODOLIZ, შპს ჩირიფრუტი, შპს კამპა, შპს MOTION TECHNOLOGY და ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია. აღნიშნული კომპანიების მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ალკოჰოლური სასმელები, კაკალი, მშრალი ხილი, ორგანული წვენები, თაფლი, სხვადასხვა სახის კონსერვები, ცხოველთა კომბინირებული საკვები და სხვა.

კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მონაწილეობის მიღების ორგანიზება და მრავალმხრივი მხარდაჭერა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.

გამოფენას CASPIAN AGRO, ყოველწლიურად, 12,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 24 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 450-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. CASPIAN AGRO 2022 18 მაისს გაიხსნა და 20 მაისს დასრულდება. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics