09:07 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 16:18:42, 1176 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის მონტაჟი მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში  ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გურიამშენი“ ახორციელებს. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან   99 500 ლარით ფინანსდება.

"ამჟამად შენდება საქვაბე და წყლის სისტემა. პარალელურად, შენობაში გაყვანილობის  და რადიატორების მონტაჟი მიმდინარეობს.

სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში  159 მოსწავლე სწავლობს, სასწავლო პროცესს კი 22 პედაგოგი ემსახურება."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

2022-2023 სასწავლო წლიდან, სკოლა ზამთარს კომფორტულ პირობებში შეხვდება. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics