09:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 12:26:43, 1330 ნახვა

საზოგადოება
რეგულირების სააგენტომ კარგი საწარმოო პრაქტიკის - GMP სერტიფიკატი გასცა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სერტიფიკატი გასცა. ხარისხის სტანდარტი კომპანია „ჯი ემ ფარმასიუთიქალმა“ დააკმაყოფილა. GMP სერტიფიკატი საქართველოში წელს პირველად გაიცა და ამ ეტაპზე მას 2 ფარმაცევტული საწარმო ფლობს. ასევე 4 ფარმაცევტული კომპანია ფლობს GDP -  ანუ კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 უწყების ცნობით, 2022 წელს ფარმაცევტული საწარმოები და საბითუმო დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP სტანდარტი დანერგონ.

კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) მიზანია უზრუნველყოს, რომ ფარმაცევტული პროდუქცია, რომელიც პირდაპირ ეხება ადამიანთა ჯანმრთელობას, მზადდებოდეს საიმედო გარემოში და პირობებში, კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა (GDP) კი გულისხმობს, რომ პროდუქცია ინახება და ხდება მისი ტრანსპორტირება ისე, რომ დაცულია ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციით გათვალისწინებული გარემო პირობები სტანდარტებთან შესაბამისად.

GMP/GDP სტანდარტის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics