|
2022-05-07 15:45:28, 1180 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხტარ ბაბაევს შეხვდა
ბაქოში გამართული მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხტარ ბაბაევს შეხვდა. „ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან დაცული ტერიტორიების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას. პროგრამის ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მონიტორინგის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. მათ შორის, საქართველოში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, აზერბაიჯანიდან მოხდა რამდენიმე ათეული ჯეირანის გადმოცემა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანულ მხრეს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აღნიშნული წარმატებული თანამშრომლობისა და ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, 2013 წლიდან, ქურციკების რაოდენობა უწყვეტად იზრდება. 2021 წელს დაიბადა ქურციკების მე-7 თაობა და პოპულაციის რიცხოვნობამ დღეისთვის 200 ინდივიდს გადააჭარბა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) რეგიონული პროგრამის ფარგლებში, საართველოში დაიწყო ბიომრავალფეროვნების ტრანსსასაზღვრო მონიტორინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებსა და მის მოსაზღვრედ, აზერბაიჯანში მდებარე ზაქათალას ნაკრძალს შორის. ამ დაცული ტერიტორიების შერჩევა განაპირობა მათმა უნიკალურობამ. „ბიომრავალფეროვნების კუთხით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები და ზაქათალას ნაკრძალი მნიშვნელოვანია მთელი კავკასიის რეგიონში, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ (ჭჭF) იდენტიფიცირებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკორეგიონი მსოფლიოში. ლაგოდეხის და ზაქათალას დაცული ტერიტორიების რთული მთიანი რელიეფის და გეომორფოლოგიური სტრუქტურების გათვალისწინებით, რთული იყო მონიტორინგის შესაბამისი მეთოდოლოგიების შერჩევა, თუმცა, ორი ქვეყნის ექსპერტების ძალისხმევით და ჩართულობით ეს მოხერხდა”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრას გარემოს დაცვისა და დოფლის მეურნეობის მინისტრის პირველუ მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულყფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)