|
2022-05-03 17:15:08, 1170 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურამ ბორჯომში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ბორჯომში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, გ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ მაისს, ბრალდებულმა ბორჯომში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით სცადა მეუღლის მოკვლა, კერძოდ, მას დანით თექვსმეტი ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული ასევე, მეუღლის დედას ფიზიკურად გაუსწორდა. "პროკურატურამ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ1" და ,,ვ" ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ" და"ე" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)