|
2022-05-03 10:29:28, 1012 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ „სამგორისა“ და „ახმეტელის თეატრის“ ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები გაიტანა
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ე.წ. ნავთლუღი) და მეველის ქუჩიდან, ასევე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები გაიტანეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ორივე ლოკაცია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. უწყების ცნობით, „სამგორისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისნისა და გლდანის რაიონის გამგებლებს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. გამგეობების წარმომადგენლებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების მუშაობის შედეგად, ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს და ისინი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ. "აღნიშნული მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აღკვეთის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერიას, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და რაიონულ გამგეობებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდებოდა, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და ტროტუარის დაკავების შედეგად, ფეხითმოსიარულეთა გადაადგილება ფერხდებოდა",- აცხადებენ მერიაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)