|
2022-04-28 11:49:24, 1149 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა საპოლიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი საპოლიციო ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობებისა და სარემონტო სამუშაოების განხილვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილეები: გიორგი ბუთხუზი, ალექსანდრე დარახველიძე და იოსებ ჭელიძე დაესწრნენ. სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების და ყველა იმ დანაყოფის ხელმძღვანელები, რომლებიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავენ. ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დაგეგმილია პოლიციის შენობების და ბაზების რეაბილიტაცია და ერთიან, ევროპულ სტანდარტში მოქცევა. ვახტანგ გომელაურმა ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პოლიციელებისთვის თბილისში დაგეგმილი "პოლიციის ქალაქის" მშენებლობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავრობასთან კოორდინაციით უკვე დაწყებული აქვს მუშაობა 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე. აღნიშნული პროექტი განხორციელდება საბურთალოს რაიონში, ჯიქიას ქუჩაზე, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. "მსურს შევეხო ბატონი პრემიერის მიერ დაანონსებულ ბინათმშენებლობის თემას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს, სწორედ მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით დაიწყო ეს პროექტი და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მივიყვანთ. ვიცით, რომ პირველ ეტაპზე საუბარი იყო 1000 ბინაზე. ყველა პოლიციელისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იქნება მხოლოდ პირველი ეტაპი, ვფიქრობთ, პროექტი შემდგომ წლებში კიდევ გაგრძელდეს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაყოფების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ის კონკრეტული საჭიროებები და საკითხები, რომელთა საფუძველზეც საპოლიციო ინფრასტრუქტურული პროექტები დამუშავდება და გარკვეულ ვადებში გაიწერება. შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე დამატებით აღნიშნა, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მთავრობასთან კოორდინაციით დაგეგმილი პროექტების მთავარი მიზანი კი მოსახლეობისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის და ყველა თანამშრომლისთვის სამუშაო პირობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაა .
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)