16:34 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 11:14:59, 1253 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 290 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 676 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 687 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 989 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 290 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 665.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.06%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 80 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 188.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 802 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 290 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 143 შემთხვევა, აჭარა - 4, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 13, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 649 საიდანაც, 307 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 164, აჭარაში - 11, იმერეთში - 74. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი, მათ შორის, თბილისში - 46, აჭარაში - 5, იმერეთში - 9. 1 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics