|
2022-04-26 17:19:38, 1183 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ევროპის მე-11 კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა
ზურაბ აზარაშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ევროპის მე-11 რეგიონული კონფერენციის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. საქართველო აღნიშნულ კონფერენციას პირველად მასპინძლობს. ღონისძიებაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ლიდერები შეიკრიბნენ. მიზანი ისეთი სტრატეგიული საკითხების განხილვაა, როგორიცაა პანდემია, მენტალური ჯანმრთელობა, კლიმატის ცვლილება, ჰუმანიტარული კრიზისი უკრაინაში და სხვა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ზურაბ აზარაშვილმა საქართველოსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის პარტნიორულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. მისასალმებელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას საქართველოს ვიცე-პრემიერმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა ფედერაციას, მის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ევროპის მე-11 რეგიონული კონფერენცია საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ გახსნა. ღონისძიებას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი, ფრანჩესკო როკა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ვიცე-პრეზიდენტი, ჟილ კარბონიე და ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)