19:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 15:43:00, 1030 ნახვა

საზოგადოება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ პროგრამის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა პროგრამის „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს. 

 

უწყების ცნობით, აღნიშნული პროგრამა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში" ფარგლებში შეიქმნა. 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, ანა გულბანი პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. 
პროექტში აქტიურად არიან ჩართული სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში შემავალი რეგიონული ლაბორატორიების თანამშრომლები. 

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ პროექტის „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში" ფარგლებში, შეიქმნა სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს მომავალი სპეციალისტებისთვის.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უნივერსიტეტებში დაინერგოს ლაბორატორიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების პროფესიული გადამზადების პროგრამები. 

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში დასაქმებული პერსონალის უსაფრთხოება ლაბორატორიული პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics