|
2022-04-18 17:57:11, 1836 ნახვა
საზოგადოება
როგორ დავზოგოთ დრო ავტომობილის შეკეთებისას?
21-ე საუკუნეში ავტომობილის მფლობელებს არც ისე ხშირად რჩებათ დრო სერვისცენტრებისთვის. თუმცა უსაფრთხო მგზავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამართული ავტომანქანაა. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ავტომობილის ფლობას სხვადასხვა სერვისითა და შეთავაზებებით უმარტივებს. ერთ-ერთი ასეთი პერსონალური მენეჯერია, რომელიც თქვენი დროისა და ენერგიის დაზოგვაზე ზრუნავს. საშუალოდ, წლის განმავლობაში, პერსონალურ მენეჯერს საკუთარ ავტომობილს 5000-ზე მეტი მომხმარებელი ანდობს. რა მომსახურებას გულისხმობს და რა სარგებელი აქვს ავტომფლობელებისთვის ამ სერვისს? ამ თემებზე „თეგეტა მოტორსის“ პერსონალური მენეჯერების ჯგუფის უფროსი, ემზარ კბილაშვილი საუბრობს.
რა არის „პერსონალური მენეჯერი“ და როგორ მუშაობს ეს სერვისი? „თეგეტა მოტორსის“ „პერსონალური მენეჯერი“ დისტანციური სერვისია, რომლის მთავარი მიზანიც ავტომობილის მოვლის გამარტივებაა. „პერსონალური მენეჯერის“ სერვისით სარგებლობა ძალიან კომფორტული და მარტივია. სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია, სასურველ ადგილას გამოიძახოს პერსონალური მენეჯერი, ან ფილიალშივე დაუტოვოს მანქანა. სერვისის დასრულების შემდეგ კი ავტომობილს იმ ლოკაციაზე მივუყვანთ, სადაც თავად გვეტყვის. პერსონალური მენეჯერის ფუნქციებში, ავტომობილის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მომსახურება შედის, როგორც ადგილზე, ისე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში. შესაძლებელია ადგილზე მანქანის დაქოქვა ან აკუმულატორის შეცვლა. ფილიალებში კი მომხმარებელს ნებისმიერი სერვისით სარგებლობა შეუძლია. ხშირია შემთხვევა, როცა, ავტომობილის დაზიანებიდან გამომდინარე, მისი დაძვრა არ არის მიზანშეწონილი. ასეთ შემთხვევაში პერსონალური მენეჯერი მომხმარებელს ევაკუატორით გადაადგილებაშიც ეხმარება. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მომხმარებელს, როდესაც „პერსონალური მენეჯერის“ მომსახურებას იყენებს? პირველ რიგში, კომფორტული და სწრაფი მომსახურების მიღების მოლოდინი. რა თქმა უნდა, „თეგეტას“ ყველა სტანდარტის დაცვით. პერსონალური მენეჯერები, მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით, ერთ სივრცეში ახორციელებენ ავტოსერვისს, ჩვენს მექანიკოსებთან ერთად. ვრცელდება თუ არა პერსონალური მენეჯერის მომსახურებაზე უსასრულო გარანტია? რა თქმა უნდა, ამ სერვისის გამოყენებით შეკეთებულ ავტომობილებზე „თეგეტა მოტორსში“ არსებული უსასრულო გარანტია ვრცელდება. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მომხმარებლის ავტომობილი სრულიად დაზღვეულია, როდესაც ჩვენი თანამშრომელი გადაადგილდება. ეს ნიშნავს იმას, რომ, თუ ავტომობილს მენეჯერს აბარებთ, იმ წუთიდან მასზე პასუხისმგებლობას „თეგეტა მოტორსი“ იღებს. როგორ უნდა ისარგებლოს მომხმარებელმა პერსონალური მენეჯერის სერვისით? რაც შეეხება ევაკუატორით სარგებლობას - გამოძახება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. „პერსონალური მენეჯერის“ სერვისით სარგებლობისას მომხმარებელი უმოკლეს დროში იღებს სრულიად გამართულ ავტომობილს. დამატებით, ის იგებს ყველაზე მნიშვნელოვანს - დროს, აგრძელებს მშვიდად მუშაობას, ან ოჯახის წევრებთან ყოფნას, ან საყვარელი საქმიანობით არის დაკავებული. ამ პერიოდში კი მის ავტომობილზე 26-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიის პროფესიონალი გუნდი ზრუნავს. --
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)