|
2022-04-13 22:30:17, 2040 ნახვა
ბრძოლა მარიუპულისთვის გრძელდება, აზოვის პოლკს 36-ე ბრიგადა შეუერთდა
უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს რუსული მხარის განცხადებების უარყოფას, რომ მარიუპოლის დამცველი ათასზე მეტი უკრაინელი საზღვაო ქვეითი ტყვედ ჩაბარდა. BBC-სთან ინტერვიუში მარიუპოლის მერის, პეტრ ანდრიუშჩენკოს მრჩეველმა განაცხადა, რომ რუსეთის გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, უკრაინული ძალები კვლავ აკონტროლებენ ქალაქის რამდენიმე უბანს. ”ისინი [რუსული ჯარები] არ აკონტროლებენ ჩვენს პორტს, ისინი არ აკონტროლებენ [მეტალურგიულ ქარხანას] აზოვსტალს,” - თქვა ანდრიუშჩენკომ. მისი თქმით, რუსეთის არმიამ ასევე ვერ აიღო კონტროლი ლევობერეჟნის აღმოსავლეთ ოლქის ნახევარზე, ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე პრიმორსკის ოლქის დიდ ნაწილზე და ცენტრალური ურბანული ტერიტორიის ნახევარზე მეტი. იმავდროულად, პენტაგონის მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ოთხშაბათს ქალაქში მძიმე ბრძოლები გრძელდება. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ თვლის მარიუპოლს ტერიტორიად, რომლის კონტროლიც სადავოა. მანამდე რუსეთმა მარიუპოლში 36-ე ბრიგადის 1000-ზე მეტი უკრაინელი საზღვაო ქვეითების ტყვედ ჩაბარების შესახებ განაცხადა. უკრაინამ უპასუხა, რომ 36-ე ბრიგადამ დამარცხება აიცილა, ბლოკადა გაარღვია და დაუკავშირდა აზოვის პოლკს. „არ შემიძლია დეტალების მოყოლა, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ახლა უკვე შევუერთდით „აზოვის“ პოლკს. გამოსვლა შეძლო რამდენიმე ასეულმა საზღვაო ქვეითმა, მათ შორის დაჭრილებმა“, - ამის შესახებ 36-ე ბრიგადის ერთ-ერთმა ოფიცერმა უთხრა უკრაინულ საინტერნეტო გამოცემა „პრესტუპნოსტი.ნეტს“. მოგვიანებით ეს ცნობა დაადასტურა ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა. „აზოვის“ სახელწოდების ცნობილი პოლკი, საზღვაო ქვეითი ბრიგადა, „კორდი“ (უკრაინის ნაციონალური პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილი), უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალები, ნაციონალური გვარდიის, სახელმწიფო საზღვრისა და უშიშროების სახელმწიფო სამსახურის დანაყოფები. „მარიუპოლი 12 აპრილი. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ უშიშარი და მამაცები ვართ. რუსულმა სამყარომ უკრაინის მოსახლეობას გენოციდი მოუწყო. რუსი ჯარისკაცები უძლურებისა და შიშის გამო მშვიდობიან მოსახლეობას და სახლებს ანადგურებენ. ჩვენ მოგიწოდებთ ყველას - მოდი, საბოლოოდ, გავანადგუროთ ეს ამაზრზენი რუსული სამყარო! მარიუპოლი - ეს უკრაინაა!“, - აცხადებს აფეთქებების ხმის ფონზე ბომბებით განადგურებული სახლის წინ მდგარი ახალგაზრდა უკრაინელი ჯარისკაცი. ალყაშემორტყმული მარიუპოლის დამცველები უთანასწორო ბრძოლაში ცდილობენ მოწინააღმდეგის ჭარბი ძალების შეკავებას. უკრაინული წყაროების მონაცემებით, მარიუპოლის გარშემო იმყოფება რუსეთის 15 ტაქტიკური ბატალიონის ჯგუფი, რომელიც ქალაქის აღებას დონბასის მიმართულებით, ოპერატიულ სივრცეზე გაჭრას ცდილობს. „იცით, მარიუპოლი დღეს ამ ომის გულია, სანამ ეს გული ცემს - ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ მაგრები ვართ. თუ ის შეწყვეტს ფეთქვას, ჩვენ უფრო სუსტი პოზიციები გვექნება. ისინი (ქალაქის დამცველები - რედ.) არიან ადამიანები, რომლებიც მტრის დიდ ძალებს აკავებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „Associated Press“-თან ინტერვიუში.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)