17:09 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 18:10:29, 4158 ნახვა

სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის რუბინთან კონტრაქტი შეაჩერა და ბათუმის დინამოში ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან” კონტრაქტი შეაჩერა. ამის შესახებ განცხადებას თავად რუსული კლუბი ავრცელებს.

საფეხბურთო კლუბის საიტზე გამოქვყენებული განცხადების მიხედვით, ქართველი ნახევარმცველის წარმომადგენლებმა კლუბთან კონსულტაციები გამართეს, რომლის შედეგადაც მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება კონტრაქტის შეჩერების შესახებ. 

„საფეხბურთო კლუბ „რუბინმა“ და ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტის შეჩერება გადაწყვიტეს. ფეხბურთელის მხარემ კლუბთან კონსულტაციები გამართა, რის შემდეგაც შრომითი ხელშეკრულების შეჩერებაზე ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს. მადლობა ხვიჩას რუბინში გატარებული დროისთვის და წარმატებებს გისურვებთ!“ – წერია კლუბის განცხადებაში.

უცხოური გვერდები ამტკიცებენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჯერ ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს, შემდეგ კი ევროპაში წავა. სახელდება დაინტერესებული კლუბებიც – thehardtackle კვარაცხელიაზე წერს, რომ „ტოტენჰემი“ და „ლიდსი“ აქტიურობენ, იტალიური გამოცემები და „ნაპოლისა“, „მილანზე“ მიუთითებენ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics