|
2022-03-09 11:58:25, 552 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის ცხელი ხაზი იმუშავებს
საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დახმარების მიღების მიზნით, დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე - 032 272 22 22 დარეკვა შეუძლიათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, უკვე არაერთი ღონისძიება გაატარა და მათ საჭიროებისამებრ, მომავალშიც დაეხმარება. „მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო მათ მშვიდობა. როგორც იცით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ტარდება გარკვეული ღონისძიებები. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები საცხოვრისით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტიც ჩართულია ამ ყველაფერში, რაც მისასალმებელია. მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სტრუქტურული ერთეული მათთვის იქნება უფასო: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები და ა.შ. მთავარია, რომ მათ უკრაინული პასპორტი წარმოადგინონ და ყველა მომსახურებას უფასოდ მიიღებენ. გარდა ამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის იმოქმედებს თბილისის მერიის ცხელი ხაზი. თუ დამატებით რაიმე დახმარება იქნება საჭირო, შეუძლიათ, მოგვმართონ - 032 272 22 22-ზე. ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სახაზინო ანგარიშზე, რომელიც სპეციალურად უკრაინის დასახმარებლად გაიხსნა და მასზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. კახა კალაძის თქმით, სახაზინო ანგარიშზე მოქალაქეებისა და ბიზნესსუბიექტების მიერ უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია დარიცხული. „ერთი კვირის წინ გავხსენით სპეციალური სახაზინო ანგარიში და ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებს ვთხოვეთ, რომ უკრაინის დასახმარებლად, ფინანსური დახმარება გაიღონ. უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნესსუბიექტს, თითოეულ რიგით მოქალაქეს, ვინც თანხა გადმორიცხა. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ სახაზინო ანგარიშის კოდს - 300778800. მასზე ნებისმიერი თანხის გადარიცხვას შეძლებთ. მითითებული უნდა იყოს - უკრაინისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ თანხით, ქართველი ხალხის სახელით, გაჭირვებაში მყოფ უკრაინას დავეხმაროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)