18:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-26 15:45:28, 564 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო - უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ტაძრებში ბურღულეულს, ზეთს, ფქვილს, მედიკამენტებს შევაგროვებთ

საქართველოს საპატრიაროს განცხადებით,  27 თებერვლიდან, კვირიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინამძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი, ა.შ. ) და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანია".

„ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს. მხარდამჭერი - ჩოხოსანთა საზოგადოება. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ ღვთისსათნო საქმეში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics