18:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 11:11:23, 607 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ ციფრული ბანკი მომხმარებელს თანხის გადარიცხვის გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს

„თიბისის“ ციფრულ ბანკში თანხის გადარიცხვა რამდენიმე მეთოდითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლის კომფორტსა და საჭიროებებზეა მორგებული და ზოგავს მის დროს. 

დისტანციური არხებით თანხის გადარიცხვა  ძალიან მარტივია და ამისათვის  მხოლოდ მიმღების პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრის ცოდნაა საჭირო. ტრანზაქციის შესრულებას კი, რამდენიმე წამი სჭირდება.

თანხის მობაილბანკიდან გადასარიცხად, მომხმარებელმა:

• გადარიცხვების მენიუდან  მისთვის სასურველი გადარიცხვის მეთოდი უნდა აირჩიოს;

• შეიყვანოს ადრესატის პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომერი, ან შაბლონებიდან აირჩიოს სასურველი;

• მიუთითოს სასურველი თანხა და ვალუტა და შეასრულოს გადარიცხვა.

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, ცოტა ხნის წინ, „თიბისის“ ციფრულ ბანკს თანხის გადარიცხვის კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა. უკვე შესაძლებელია სასურველი ანგარიშის ნომრის დასკანერება ან ფოტოს ატვირთვა, რაც  ანგარიშის ნომრის აკრეფვას და ხელით შეყვანა აღარ საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს. ფუნქციონალით სარგებლობისთვის, გადარიცხვის მენიუში, მომხმარებელმა ზედა მარჯვენა კუთხეში QR-ის დასკანერების ღილაკს უნდა დააჭიროს, დაასკანეროს ანგარიშის ნომერი ან ატვირთოს ფოტო და მიჰყვეს გადარიცხვის სტანდარტულ საფეხურებს.

„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. სერვისების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით მუდმივად ვმუშაობთ და მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს, ინოვაციურ პროდუქტებს და მომსახურებას ვთავაზობთ“,  - თეა კობახიძე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ასოცირებული პარტნიორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics