|
2022-02-21 19:34:25, 530 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ე.წ. ბროწეულის სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ე.წ. ბროწეულის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სივრცე დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა. ამბის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია იუწყება. „აქაურობა მძიმე მდგომარეობაში იყო. ეს ადგილი პარკინგად გამოიყენებოდა. რეაბილიტაციის შედეგად მივიღეთ გამწვანებული სივრცე. მოეწყო ბავშვების მოედანი, ატრაქციონებით, ასევე, კალათბურთის და ფეხბურთის მოედანი. დამონტაჟდა ლედ განათებები. ცხოველებისთვის სასეირნო ზონა ცალკეა. ახლა მთავარია, მოვუაროთ ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, აქ მცხოვრები ადამიანები ისარგებლებენ რეკრეაციული სივრცით. გლდანს დიდი პოტენციალი აქვს მსგავსი პროექტების განსახორციელებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ჯამში, რეაბილიტირდა 10 000 კვ. მ ფართობი, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო: განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, ჩოგბურთისა და ჭადრაკის მაგიდები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, ველობილიკი და სკეიტბორდის მოედანი, ასევე, სასმელი წყლის შადრევანი და ფიტნეს ზონა. „სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სხვადასხვა ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურა, ასევე, ტერიტორია გამწვანდა - დაირგო 183 სხვადასხვა სახის ხე, 422 ბუჩქი და დაიგო ბალახი. გარდა ამისა, მალევე დამონტაჟდება უსაფრთხოების სისტემები. პროექტი გლდანის გამგეობამ განახორციელა. ახლად რეაბილიტირებულ სკვერში ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის გამგებელი ლევან ნაროუშვილი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კონსტანტინე ზარნაძე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)