2015-02-04 10:55:17, 950 ნახვა
მსოფლიო
იორდანიამ მფრინავის მკვლელობის საპასუხოდ, ორი ისლამისტი სიკვდილით დასაჯა
იორდანიამ ისლამური სახელმწიფოს მიერ, გუშინ, მფრინავის მააზ ალ კასასბის მკვლელობის საპასუხოდ, ორი ისლამისტი ტერორისტი სიკვდილით დასაჯა.
სიკვდილით დასჯილებს შორის არის საჯიდა არ რიშავი, რომელმაც ამანის სამ ოტელში 2005 წელს აფეთქებები მოამზადა.
რაც შეეხება მეორე სიკვდილით დასჯილს, იგი ერაყის „ალ ქაიდას“ ლიდერის თანაშემწეა, რომელიც იროდანიამ 2006 წელს დააკავა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ისლამისტები საჯიდა არ რიშავის მფრინავზე გაცვლას ითხოვდნენ, თუმცა გუშინ, გაურკვეველი მიზეზების გამო იგი ცოცხლად დაწვეს.
ალ კასასბი სირიაში 2014 წლის დეკემბერში დაატყვევეს, როდესაც მისი F16 ჩამოვარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან