|
2022-02-07 18:46:15, 666 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი N5 ქალთა დაწესებულებას ეწვია და მსჯავრდებულების საცხოვრებელ და სასწავლო პირობებს გაეცნო
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელთან ნინო წილოსათან და საბჭოს წევრებთან ერთად N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია. დაწესებულებაში ვიზიტისას, ნინო წილოსანი პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ სხვადასხვა სარეაბილიტაციო და სასწავლო პროგრამებს გაეცნო, ასევე დაათვალიერა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა და მსჯავრდებულებს გაესაუბრა. სტუმრებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული სამკერვალო, სილამაზის სალონი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სამლოცველო და ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი დაათვალიერეს. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ბრალდებულების/მსჯავრდებულების პირობების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია. შეხვედრის დასასრულს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებმა დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)