|
2022-02-06 14:22:53, 930 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - არავითარი შეზღუდვები არ იქნება, მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში არანაირი შეზღუდვების დაწესება არ იგეგბემა. როგორც გამყრელიძემ "რუსთავი 2-თან" საუბრისას აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება უცვლელია და საჭიროა, რომ მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი აიცრას ბუსტერ დოზით, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. "არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით, რომ არ გვექნება რთული შემთხვევები. 6,4% ადამიანია ბუსტერით აცრილი, რაც ძალიან ცოტაა. სასურველია 1 200 000 ადამიანის ბუსტერით აცრა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)