|
2022-02-06 14:13:25, 771 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია, ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ
ჯერ-ჯერობით ვირუსის ცირკულაცია ქვეყანაში სერიოზულია, ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2-თან" საუბრისას განაცხადა. "ჯერ-ჯერობით ვირუსის ცირკულაცია ქვეყანაში სერიოზულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ და შემცირდება თუ არა და გაუმჯობესდება სიტუაცია, ამაზე მომავალ კვირას ვისაუბრებთ. 96% დადებითი შემთხვევებისა მოდის ომიკრონზე, მიუხედავად ამისა, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორებიდან მოდის მხოლოდ ორზე - ეს არის ამბულატორიული სექტორი - ოჯახის კლინიკები, ოჯახის ექიმები და ლაბორატორიული სექტორი,"- ამბობს გამყრელიძე. მისივე თქმით, გაზრდილია კორონავირუსის "ომიკრონ" შტამის ცირკულაციაც. როგორც მან აღნიშნა, იანვარში 57 ათასამდე რეინფიცირების შემთხვევა იყო დადასტურებული. "ომიკრონის ცირკულაცია გაიზარდა, ის 14 პროცენტი იყო რეინფიცირებისა იმ 1800 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, სადაც სეკვენირება ჩატარდა და ომიკრონ-სპეციფიკური ტესტები იქნა გამოყენებული. აბსოლუტურ რიცხვში დაითვალეს ჩვენებმა და 50 000-ზე მეტი, დაახლოებით 57 ათასამდე რეინფიცირების შემთხვევა იყო იანვარში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)