2015-02-04 10:40:14, 351 ნახვა
ნიუ იორკის მეტროში ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა
ნიუ იორკის მეტროპოლიტენში ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.
შეთმხვევა სადგურ „გრანდ ცენტრალთან“ მოხდა, რომელიც მიწის წედაპირზე მდებარეობს.
მატარებელი ჯიპს შეეჯახა და რამდენიმე ათეული მეტრი გაათრია.
ჯიპის ორივე და მატარებლის 5 მგზავრი დაიღუპა.
შეჯახების შედეგად მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა და ვაგონებმა დეფორმაცია განიცადეს, რამაც მგზავრების ამოყვანა მნიშვნელოვნად გაართულა.
ხაზზე მოძრაობა ჯერჯერობით შეჩერებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან