|
2022-02-03 14:58:55, 689 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - პიკურ პერიოდს გადავდივართ, სისტემა უძლებს, ჰოსპიტლებზე დატვირთვა არ იზრდება
პიკურ პერიოდს გადავდივართ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. NCDC-ის დირექტორი თქმით, ამ ეტაპზე ჰოსპიტლებზე დატვირთვა არ იზრდება. "ჩემი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ გარკვეულ პიკურ პერიოდს გადავდივართ. მაღალი გვაქვს დადებითობის მაჩვენებელი, რაც ერთ-ერთი არაპირდაპირი ნიშანია, რომ ინფექცია აქტიურად ცირკულირებს, მაგრამ ნახტომისებური ზრდა ჯერჯერობით არ გვაქვს. კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას, როგორ განვითარდება. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 180 000-ზე მეტია, მაგრამ სისტემა უძლებს, ჰოსპიტლებზე დატვირთვა არ იზრდება. სერიოზული დატვირთვაა ლაბორატორიულ სექტორსა და პირველადი ჯანდაცვის სექტორზე, მაგრამ სისტემა მუშაობს,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)