|
2022-02-02 16:05:48, 740 ნახვა
საზოგადოება
საქალაქო სასამართლომ Facebook-ის მომხმარებელს პოსტის Only Me-ზე გადაყვანა დაავალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით ქართველ „Facebook-მომხმარებელს“ გასაჯაროებული („Public“) პოსტის „Only Me-ზე“ გადაყვანა დაავალა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის სახით მიიღო. სასამართლომ ასევე დაუკმაყოფილა მოსარჩელეს მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ მოპასუხეს დაავალა „YouTube-ზე“ განთავსებული პოსტის / ვიდეოს საჯაროობის შეზღუდვა. ამბავს JG Counselors-ს ავრცელებს. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომლითაც მომხმარებელს (მოპასუხეს) დავის დასრულებამდე აეკრძალა თავისი „Facebook Account-ის“ (ანგარიშის) წაშლა. უშუალოდ დავა შეეხება სოციალურ მედიაში („Facebook-სა“ და „YouTube-ზე“) განთავსებული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფას. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში გაიმართება. საქმეს ადვოკატი, სერგი ჯორბენაძე აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)