|
2022-02-02 12:19:07, 804 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია
კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება 150 ლარია. თბილისის მერის განცხადებით, ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია. მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და თბილისის მერიის დისკრედიტაციას ემსახურება. „გუშინ ერთ-ერთ ტელეარხზე ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, სადაც მიზანმიმართული მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. კონკრეტული ტელეარხის ჟურნალისტი მიდის ადამიანებთან და ეკითხება, აქვთ თუ არა მათ საშუალება, ერთთვიან აბონემენტში გადაიხადონ 150 ლარი. მე არ ვიცი, ეს ჟურნალისტის მხრიდან შეცდომა იყო თუ არა, რადგან თქვენ იცით, რომ 150 ღირს არა ერთთვიანი, არამედ 6-თვიანი აბონემენტი. ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება, ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჰილიზმი დაითესოს საზოგადოებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა. „რაც შეეხება გადახდის ახალ სისტემას, რომელიც პირველი თებერვლიდან ამოქმედდა, დღეისათვის უკვე გაყიდულია 15 000 აბონემენტი. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ის საშეღავათო პირობები, რომელიც გვქონდა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ძალაში რჩება ამ ახალი სისტემის პირობებშიც. ვინც სარგებლობდა შეღავათებით და იხდიდა 10, 20 თეთრს ან მგზავრობდა უფასოდ, მაგრამ მიკროავტობუსში უწევდა 80 თეთრის გადახდა. პირველი თებერვლიდან ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული სისტემა და ამ მოქალაქეებს მიკროავტობუსის მგზავრობის დროსაც აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმავე შეღავათით. დაახლოებით, 450 000 პირი სარგებლობს შეღავათით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)