|
2022-02-01 16:04:52, 766 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 2 თებერვალს, 14:00-დან 16:00 საათამდე, პუშკინის სკვერში სახალხო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების მასპინძლები იქნებიან მწერლები - თეონა დოლენჯაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ბესო ხვედელიძე და ეკატერინე ტოგონიძე, რომლებიც წაიკითხავენ ამონარიდებს სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან. ამბავს თბილისის მერია იუწყება. ღონისძიებაში ჩართვა შეეძლება ნებისმიერ მსურველს, რისთვისაც სკვერში განთავსებული თაროდან წიგნს შემთხვევითობის პრინციპით აირჩევს, მოკლე მონაკვეთის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ კი, წიგნი მას საჩუქრად გადაეცემა. თაროზე განთავსებული იქნება სხვადასხვა გამომცემლობისა და სხვადასხვა ჟანრის წიგნები - როგორც ქართველი ავტორების, ისე თარგმანები. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ასზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მასში ჩართულია მილიონობით მკითხველი, ავტორი, მთარგმნელი თუ გამომცემელი. ამ დღის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)