|
2022-01-31 20:07:36, 568 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - ტყიბულის შახტაში მომხდართან დაკავშირებით, განხორციელდეს დროული და ეფექტიანი რეაგირება, დადგინდეს ტრაგედიის მიზეზები
„განხორციელდეს დროული და ეფექტიანი რეაგირება მომხდარზე, მათ შორის დადგინდეს ტრაგედიის მიზეზები“, - ასე გამოეხმაურა და მიმართა სახალხო დამცველის აპარატმა მინდელის შახტაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-სა და შრომის ინსპექციას. ომბუდსმენის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ტყიბულში და სხვა მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში, არსებული დარღვევების დროული იდენტიფიცირებისა და გამოსწორების მიზნით, სისტემატური ინსპექტირება ჩატარდეს. „2022 წლის 30 იანვარს, ღამით მინდელის შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)