|
2015-02-04 10:13:51, 315 ნახვა
საგარეო უწყება: აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა, ქართულ მხარესთან იქნება შეთანხმებული
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის რეგიონში ევროკავშირის ოფისის შესაძლო გახსნის შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ქართულ მხარესთან იქნება შეთანხმებული. "გავრცელებული ინფორმაცია და მისი კონტექსტი მოიცავს უზუსტობებს, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. აქედან გამომდინარე აფხაზეთის რეგიონში ნებისმიერი ოფისის გახსნა, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ქართულ მხარესთან შეთანხმებული იქნება. რაც შეეხება კონკრეტული პროექტების განხორციელებას, აღნიშნული უნდა ემსახურებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და მათი ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, აფხაზური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერი სოხუმში ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის ოფისის გახსნის შესაძლებლობით დაინტერესდა. "აპსნიპრესის" ცნობით, ამის შესახებ საუბარი ჰერბერტ ზალბერისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვედრისას შედგა.
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)