|
2022-01-27 14:02:32, 2978 ნახვა
Lifestyle
ბრედ პიტი მეზობელ ქალს ხვდება
როგორც ჩანს ბრედ პიტის ყურადღება ამჯერად მუსიკოსმა ლიუკე ლიმ დაიმსახურა. ამასთან ერთად ცნობილი ხდება, რომ ლი პიტის მეზობლად ცხოვრობს. წყვილს საზოგადოებაშიც ერთად ხედავენ-ამის შესახებ ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე ამერიკული ტაბლოიდი, მათ შორის Deux Moi და The Sun აქვეყნებენ. წარმოშობით შვედი მუსიკოსი ლუკე ლი, რომელსაც საზოგადოება ისეთი კომპოზიციებით იცნობს, როგორებიც I Follow Rivers და No Rest for the Wicked გახლავთ, ლოს ანჯელესში, ბრედ პიტის სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ცხოვრობს. სავარაუდოდ ამ მოცემულობამ განაპირობა ის ფაქტი, რომ წყვილმა რომანტიული ურთიერთობების დიდი ხნის მანძილზე საიდუმლოდ შენახვა შეძლო. "ბრედისთვის ეს მშვენიერი დამთხვევაა, რომ მისი შეყვარებული სულ რამდენიმე მეტრში ცხოვრობს",-ამბობს გამოცემა The Sun-ის წყარო. აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ ვარსკვლავები ერთმანეთს 6 თვეზე მეტია ხვდებიან. ლიუკე ლის მშობლიურ შვედეთში ტაბლოიდებმა ამ რომანზე შედარებით ადრე გაიგეს. ყვითელი პრესისთვის მოულოდნელად, რამდენიმე დღის წინ ბრედ პიტმა და ლიუკე ლიმ, ჰოლივუდში ცნობილ იტალიურ რესტორან Mother Wolf-ში ერთად რომანტიულ ვახშამზე ნახეს. შვედ მუსიკოსთან ურთიერთობებამდე, ბრედ პიტს გერმანელ მოდელ ნიკოლ პოტურალსკისთან რომანზე წერდნენ, მაგრამ "ჭორები" არ გამართლდა.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)