21:25 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-23 13:46:44, 609 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - ახლა რიგები უნდა იყოს ვაქცინაციაზე, იმიტომ რომ მესამე დოზა გარანტირებულად იცავს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად მზად არის, რათა პაციენტებმა უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო დახმარება მიიღონ. 

მისივე თქმით, კორონავისურის წინააღმდეგ მესამე დოზა გარანტირებულად იცავს და ვაქცინაციაზე "რიგები უნდა იყოს".

"საქართველოში, ჯანდაცვის სისტემა არის მაქსიმალურად მზად, რათა დანაკარგები იყოს მინიმალური და ავადმყოფები არ გაწვალდნენ, დროულად და ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო დახმარება. 

ახლა რიგები უნდა იყოს ვაქცინაციაზე, იმიტომ რომ ორი დოზაც, მაგრამ მესამე დოზა გარანტირებულად იცავს. ახლა მაინც ამ ტალღას შევხვდეთ ღირსეულად. ჯანდაცვის სექტორი მზადაა, ჩვენი პასუხისმგებლობაც და მოქალაქეობრივი მოვალეობაც იყოს ასევე მზად ამ ტალღისთვის და გამოვალთ მინიმალური დანაკარგებით," - განახადა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2" -თან საუბრისას. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 9 696 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 28 ადამიანი. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics