2022-01-22 10:15:48, 419 ნახვა
საზოგადოება
ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა
![]() განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა. უწყების ცნობით, კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლები კვლავ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო 84 ცალკეული კლასი. მათივე ინფორმაციით, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა. "დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.5%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრო კვლავ აძლევს მოსწავლეთა მშობლებს საშუალებას, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე https://online.emis.ge ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.
პრინცი ჩარლზი რუმინეთში უკრაინელ ლტოლვილებს სტუმრობს
ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა
ხარკოვში, დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, მათ შორის ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გელა თიგიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
|
ომი უკრაინაში![]() ხარკოვში, დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, მათ შორის ბავშვია
![]() კანადა უკრაინას М-777 ჰაუბიცის 155 მმ-იანი ჭურვები გადაეცემა
![]() ევროკავშირს სურს რუსი მილიარდელების ქონება გაყიდოს და უკრაინას დაეხმაროს
ვიდეო/LIVE გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს
3 თვე უკრაინა - რუსეთის ომის დაწყებიდან - რუსეთის პოლიტიკური,სტრატეგიული და ეკონომიკური მარცხი
დღის თემა
![]() ვიკიპედიაში რამდენიმე ენაზე ტერმინი რაშიზმი გაჩნდა, მათ შორის რუსულ ენაზე - რა არის რაშიზმი?
მთავარი თემა
|