|
2022-01-21 16:29:47, 1037 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 56-ვე ოჯახმა ფართები მუნიციპალიტეტისგან სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად შეისყიდა. „ჩვენ ამ პროგრამას ვაგრძელებთ. ეს 2017 წლის ჩემი საარჩევნო დაპირება იყო და საკმაოდ წარმატებული პროგრამაა. უკვე 2000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. დაახლოებით, სამასი მილიონის ქონება არის გადაცემული ამ ადამიანებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა მოუწოდა მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეებს, მიმართონ თავისი რაიონის გამგეობას, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საცხოვრებელი ფართის დაკანონებისთვის საჭირო დოკუმენტებისა და პროცედურების შესახებ. კახა კალაძემ ამ ოჯახებს პრობლემის მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის ღონისძიებას რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)