|
2015-02-03 20:47:43, 321 ნახვა
საერთაშორისო საზღვაო ქვეყნების აუდიტი ბათუმში გაიმართება
ბათუმში გაიმართება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი ქვეყნების აუდიტი (THE IMO MEMBER STATE AUDIT SCHEME OF GEORGIA). ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოვიდა აუდიტორთა ჯგუფი აუდიტორ დენ ალექს სარენიუსის ხელმძღვანელობით. საქართველოს მთავრობის განკარგულებით შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული აუდიტის პროცესში. საბჭოს ხელმძღვანელობს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი მამუკა ახალაძე. უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობაში შედიან სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ წარმომადგენლები. ინფორმაციისთვის: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია წევრი სახელმწიფოების დროშის, ნავსადგურისა და სანაპირო სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ინტენსიფიკაციისთვის ახორციელებს აღნიშნული სახელმწიფოების აუდიტს, რომლის მიხედვით დგინდება ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს შესაბამისობა მის მიერვე რატიფიცირებული კონვენციების მოთხოვნებთან. ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, აუდიტის ჩატარებაზე თანხმობა საქართველომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციიდან გასულ წელს მიიღო. საქართველოში მყოფი საერთაშორისო აუდიტორთა ჯგუფი სახელმწიფოს მიერ საზღვაო კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულებას შეაფასებს.
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)