12:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-11 12:55:58, 1738 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის ტვინში ნერვოლოგიური დაზიანებებია, რამაც შესაძლოა მძიმე გამოსავალი მოიტანოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ტვინში ნერვოლოგიური დაზიანებებია, რომელმაც შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიტანოს.

მისივე თქმით, დაცვის უფლებების განხორციელებისას ადვოკატები ბევრ პრობლემას აწყდებიან.

მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ კომუნიკაცია დაცული არ არის.

"მის თავის ტვინში არსებობს ნევროლოგიური დაზიანებები, რომლის გამოკვლევის გარეშე შესაძლებელია ხვალ ზეგ დადგეს დადგეს ძალიან რეალური რისკი, რამაც შესაძლებელია ძალიან მძიმე გამოსავალიც მოიტანოს, როგორც ექიმები ამბობენ, ამ მდგომარეობიდან. იმისთვის, რომ ეს რისკები იყოს შემცირებული აუცილებელია მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, რაც გულისხმობს როგორც კვლევას, ასევე გულისხმობს მის პირად კვალიფიციურ ექიმებთან კონსულტაციის შესაძლებლობას, რის საშუალებასაც, ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტის გარეშე სასჯელაღსრულების სისტემა დღემდე არ აძლევს მას. ჩვენ პრობლემებს დაცვის უფლების განხხორციელებისას სახვადასხვა დროს ვაწყდებით, მათ შორის ყოფილა შემთხვევები, როცა საერთოდ არ გვაძლევდნენ მასთან კომუნიკაციის საშუალებას მათ შორის იყო გორის ინცინდენტი. არც ჩვენ და არც მას არ აქვს განცდა, რომ ეს არის დაცული კომუნიკაცია", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics