|
2021-12-24 17:51:39, 3773 ნახვა
საზოგადოება
BBC - დემოკრატია საფრთხეშია, პარლამენტთან აღმართული ჯვარი ნიშანია, თუ ვისი ღირებულებებია საქართველოში დაცული
„წარმატებული დემოკრატიის იშვიათი მაგალითი, რომელმაც თავი დააღწია რუსეთის გავლენას, ნელ-ნელა იცვლება. ბოლო წლებში, ძალადობრივი ჯგუფები ძლიერდებიან და დემოკრატია საფრთხის ქვეშ ექცევა“, - ამ სიტყვებით იწყება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტი, საქართველოში 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. BBС-ის სიუჟეტში საუბარია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ივლისში განვითარებული მოვლენების შემდეგ აღმართულ ჯვარზეც და აღნიშნულია, რომ ჯვარი უკანასკნელი ნიშანია იმისა, თუ ვისი ღირებულებებია ქვეყანაში დაცული. გამოცემის ცნობით, მაუწყებელმა ინტერვიურსთვის საქართველოს მთავრობასაც მიმართა, თუმცა ხელმისაწვდომი არავინ აღმოჩნდა. „საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მას კავშირების გამყარება სურს ევროკავშირთან. მაშინ, როცა ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისგან ივლისის ამბებსა და სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე კრიტიკა ისმის... ჯვარი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინ დგას, არის უკანასკნელი ნიშანი იმისა, თუ ვისი ღირებულებებია ქვეყანაში დაცული... ჩვენ საქართველოს მთავრობას ინტერვიუსთვის მივმართეთ, მაგრამ ხელმისაწვდომი არავინ იყო“, - ასე აფასებს BBჩ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)