|
2021-12-24 15:18:42, 530 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ მედალოსანი ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს
„საქართველოს ბანკი“ საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი მედალოსან ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტსმენებს ერთი წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს. გადაწყვეტილება სპორტული შედეგებით საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ გააჟღერა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. ჩვენი პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა და იმ ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერა, რომლებიც წლების განმავლობაში ემზადებიან ოლიმპიური თამაშებისთვის და წელს საქართველოს სახელით ღირსეულად წარსდგნენ კიდეც ოლიმპიადაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის. იმისთვის რომ მათდამი ჩვენი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოგვეხატა, გადავწყვიტეთ მათ გავუწიოთ ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში. აქვე, მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულ სპორტსმენს, რომლებიც 2021 წლის სპორტული შედეგების მიხედვით საუკეთესოდ დასახელდნენ. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ: ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე; წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი გახდა ეთერ ლიპარტელიანი. წლის აღმოჩენა - ,,ოლიმპიური იმედი“ კი ლერი აბულაძე და მარიამ ქედიკაშვილი გახდნენ. წლის საუკეთესო სპორტსმენად სპორტის ზამთრის სახეობებში - მორის ყვითელაშვილი; წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად კი გიორგი მაგრაქველიძე დასახელდა. ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის ჯილდო გადაეცა ნინო სალუქვაძეს. ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებს გენერალურ პარტნიორობას უკვე რამდენიმე წელია უწევს და კვლავაც განაგრძობს ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)