|
2021-12-23 14:38:41, 936 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2 წლის საქმიანობა შეაჯამა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ორწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების განსახლება არც ერთი დღით და არც ერთი მიმართულებით არ შეჩერებულა და მეტიც, კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა. „ბოლო ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი, 7000-მდე დევნილ ოჯახს გადავეცით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ განსახლების ტემპის ზრდამ შესაძლებლობა მოგვცა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 118 ნგრევადი შენობა დავხურეთ და იქ მცხოვრებმა ასობით დევნილმა ოჯახმა ბინა ახალაშენებულ კორპუსებში მიიღო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით შესრულებული სამუშაოები და მომავლის ხედვა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წარადგინა. „ყოველდღიურად ვზრუნავთ, რომ თითოეულ დევნილს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობები შევუქმნათ. 2020-2021 წლები გარდამტეხი აღმოჩნდა და დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის უკიდურესად მწვავე საკითხი გადაიჭრა ქალაქ წყალტუბოში, სადაც ბინა 560 ოჯახს გადავეცით. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ წელიწადში ყველაზე მეტი დევნილი განვასახლეთ ქალაქ ზუგდიდშიც, სადაც 1000 ოჯახისთვის 9 კორპუსი აშენდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა განსახლების პროცესში ყველაზე წარმატებული შედეგის მიღწევა ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფამ, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების დანერგვამ განაპირობა“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა კვლავ რჩება ურყევ პრიორიტეტად. 2024 წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებელი, დამატებით, 13 000 ოჯახს გადაეცემა და მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იცხოვრებს. 2020 -2021 წლებში
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)