21:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-20 15:37:25, 612 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - გუმათის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუმათის ქუჩაზე 1 660 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკიც.

მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით უთმელიძე, პარლამენტის დეპუტატი რიმა ბერაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნენ.

„გუმათის ქუჩაზე  საგზაო ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. აღნიშნულ მისამართზე მსგავსი სამუშაოები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. მიმდინარე წელს, 40-მდე მისამართზე მოწესრიგდა ასფალტის საფარი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი გამოიყო“, - განაცხადა დავით უთმელიძემ.

ცნობისთვის, სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 93 200 ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics