|
2021-12-16 14:18:06, 758 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე „ეროვნულ შერიგებაზე“ - წინასწარ განწირულ პროცესში შესვლა ოპოზიციის მხრიდან საკუთარი თავის და ამომრჩევლის მოტყუებაა
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ეროვნული შერიგება“ წინასწარი გაწერილი პროცესია, რომელშიც ოპოზიციის მხრიდან შესვლა, ერთი მხრივ, საკუთარი თავის და ამომრჩევლის მოტყუებაა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, „შერიგებისთვის“ აუცილებელია, რომ მინიმუმ, ორივე მხარს ჰქონდეს საერთო მიზანი. „ „შერიგებისთვის’ აუცილებელია რომ მინიმუმ ორივე მხარეს საერთო მიზანი ჰქონდეს, მაგალითად ქვეყნის წინსვლა, კრიზისის დაძლევა, პოლარიზაციის დასრულება ან რამე მაგავსი. არაფერი მაგავსი ამჟამად არ გვაქვს სახეზე. ოპოზიციას რომ თავი დავანებოთ თავის პრობლემებიანად, მეორე მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებს და წლებია ამისთვის იყენებს პოლარიზაციას და კრიზისს. ასეთ, წინასწარ განწირულ პროცესში შესვლა ოპოზიციის მხრიდან ნიშნავს ერთი მხრივ საკუთარი თავის და ამომრჩევლის მოტყუებას, თითქოს ბიძინასთან/ოცნებასთან მოლაპარაკება ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო საკითხზე შესაძლებელია, ისე რომ უკან ანგარიშგასაწევი ძალა არ გედგეს, ხოლო მეორე მხრივ ნიშნავს საკუთარი სისუსტის საჯარო დემონსტრირებას, როცა ბოლო მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმება თავზე გადაგახიეს, ისე რომ ამისთვის არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაუხდიათ, და, მიუხედავად ამისა, მაინც იგივე წყალში ცდილობ მეორედ შესვლას“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე. ჯაფარიძე „ეროვნული შერიგების“ პროცესში პრეზიდენტ ზურაბიშვილის როლზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშსვილს არ გააჩნია არც წონა და არც პოლიტიკური კაპიტალი, რომ ვითარებაში რაიმე პოზიტიური როლი შეასრულოს. „სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა რომ პრეზიდენტის თანამდებობა უჭირავს, არ გააჩნია შესაბამისი არც წონა და არც პოლიტიკური კაპიტალი რომ ამ ვითარებაში რაიმე პოზიტიური როლი შეასრულოს. შესაბამისად მთელი ეს ‘შერიგების’ პროცესი არის აპრიორი განწირული და ემსახურება მხოლოდ დემოკრატიული პროცესის ილუზიის შექმნას, თითქოს ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც ვინმე რამეს ეკითხება. იმას რაც ვერ შესძლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ვერაფერს უზამს სალომე ზურაბიშვილი“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე. ამასთანავე, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არცერთ ბერკეტს არ დათმობს კეთილი სურვილებიდან/მიზნებიდან გამომდინარე და მათთვის მხოლოდ ძალაუფლების წართმევაა შესაძლებელი. „ბიძინას/ოცნებას, ზუსტად ისე როგორც რუსეთს, ესმის მხოლოდ ძალის ენა. ის/ისინი არ დათმობენ ძალაუფლების არცერთ ბერკეტს კეთილი სურვილებიდან/მიზნებიდან გამომდინარე. მას/მათ ძალაუფლება შეიძლება მხოლოდ წაართვა. ამისთვის საჭიროა ძალების მობილიზება და არა ილუზორულ პროცესებში თავით გადაშვება. მანამ სანამ საკმარისი ძალა არ გვაქვს, ის/ისინი წაიღებენ ყველაფერს და ეცდებიან კიდევ უფრო გაიმყარონ საკუთარი ძალაუფლება. ამჟამად აქვთ შეტევა სიტყვის/გამოხატვის თავისუფლებაზე (და ეს შეტევა კიდევ გაგრძელდება სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა ფორმით), რადგან ეს არის ბოლო, ყველაზე მძლავრი იარაღი ჩვენი, თავისუფალი ადამიანების ხელში. ამის ნაწილია აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაც, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპოიციური მედიის შემოსავლებს, ისევე როგორც სასამართლო პროცესები ყველა რეიტინგული ოპოზიციური არხის მფლობელის წინააღმდეგ. ან მოვიკრებთ ძალას და წავართმევთ, რასაც მეთოდური მუშაობა სჭირდება, ან გავაგრძელებთ ნძრევას და ტყუილში ცხოვრებას და ის/ისინი გააგრძლებენ ჭამას და ამ ქვეყნის ჭაობში ჩაძირვას. თუ არ შეგეშინდებათ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა, ამის დანახვა არაა რთული“, - წერს ჯაფარიძე.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)