|
2021-12-16 12:13:58, 645 ნახვა
საზოგადოება
ივანე ჩხაიძე - ადამიანისთვის, რომელსაც გადატანილი აქვს ალფა ან დელტა ვარიანტი, „ომიკრონით” ინფიცირება მაღალი რისკია
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ადამიანისთვის, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსის ალფა ან დელტა ვარიანტი, ახალი „ომიკრონით“ ინფიცირება ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს. ივანე ჩხაიძე „ბუსტერ“ დოზების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნას, რომ ორი დოზა ვაქცინა, მათ შორის, „ფაიზერი“, „ომიკრონის“ წინააღმდეგ ეფექტური არ არის. „იცით, რომ "ომიკრონის" გარშემო ინფორმაცია ეფუძნებოდა ერთეულ შემთხვევებს - სამხრეთ აფრიკა და დიდი ბრიტანეთი. რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა სამხრეთ აფრიკაში 78 000 პაციენტის შესწავლის შედეგი, რაც უკვე რეალურ სურათს გვაძლევს "ომიკრონის" კლინიკური მიმდინარეობის, მათ შორის მიმდინარეობას ბავშვებში სიმძიმის და ვაქცინის ეფექტურობის შესახებ. პირველი, რაც მნიშვნელოვანია და ცოტათი მოულოდნელი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ვაქცინის ეფექტურობაზე ვამბობდით, რომ ორი დოზა ვაქცინა მათ შორის ფაიზერის ომიკრონის წინააღმდეგ ეფექტური არ არის. ის კვლევა, რაც გამოქვეყნდა რამდენიმე საათის წინ მიუთითებს, რომ ფაიზერის ვაქცინა ეფექტურია 33% -ით ინფიცირების შემთხვევების თავიდან აცილების, მაგრამ ძალიან მაღალი 70%-ით მძიმე მიმდინარეობის თავიდან აცილების თვალსაზირსით. შესაბამისად ორი დოზა ფაიზერის ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა საავადმყოფოში მძიმე შემთხვევების თავიდან აცილებისთვის, რაც ხაზს უსვამს იმას რომ "ბუსტერ" დოზა იქნება მაქსიმალურად ეფექტური. ვსაუბრობთ გამოსავალზე "ომიკრონის" საქართველოში შემოსვლის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც გაიკეთეს ორი დოზა ფაიზერი, ორი დოზა ასტრაზენეკა მათი ინფიცირების რიკი ძალიან მაღალია და "ომიკრონი" სრულიად გამორჩეული მუტაციაა და აღემატება ჩვენთვის ძალიან საშიშ დელტა ვარიანტის შემთხვევებს, ანუ რეინფიცირება, როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს დელტა ან ალფა ვარიანტი და შემდეგ ინფიცირდება ამ ახალი ომიკრონის ვარიანტით არის ძალიან მაღალი რისკი.", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)