21:13 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 21:56:08, 757 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ თოიძე - მდგომარეობა შეიძლება იმდენად დამძიმდეს, რომ მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი არა ჯანსაღი გონებით, არამედ, ინვალიდი

ცენტრ “ემპათია”-ს ნერვოლოგის, ოთარ თოიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, შესაძლებელია იმდენად დამძიმდეს, რომ საბოლოოდ, მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი არა ჯანსაღი გონებით, არამედ ინვალიდი.
მისივე თქმით, წამლის ის დროზა, რომელსაც ექსპრეზიდენტი იღებდა არ იყო ზოგადად, ყველასთვის ტოქსიკური, თუმცა ამ შემთხვევაში, მის მდგომარეობაში წამლის პატარა დოზაც კი, მომწამვლელია.

,,ის იღებდა წამალს, რომელიც არ უნდა მიეღო, ეს მედიკამენტი დანიშნულ იქნა არადანიშნულებისამებრ. წამლის ის დოზა, რომელსაც ის იღებდა, ნამდვილად არ არის ტოქსიკური, მაგალითად, თქვენ რომ დალიოთ, მე რომ დავლიო, არაფერს არ გვიზამს, მაგრამ ადამიანი, რომელიც შიმშილობს, 50 დღის განმავლობაში პერმანენტულად კარგავს გონებას, აქვს წნევის ვარდნები, სხვადასხვა ნევროლოგიური და არანევროლოგიური გართულებები, ამ შემთხვევაში წამლის პატარა დოზაც მოქმედებს, როგორც ტოქსიკური.

პრეპარატ „კეტილეპტს“ აქვს თავისი ინსტრუქცია, ნებისმიერს შეუძლია ჩაიხედოს და ნახოს, ეს პრეპარატი ინიშნება თუ არა ძილის მოსაწესრიგებლად, ფართოდ გავრცელებულია, როგორც საძილე პრეპარატი, თუმცა, ეს არ არის მისი პირდაპირი ჩვენება, მას გააჩნია ძილის მომგვრელი ეფექტი, ისევე, როგორც, ვთქვათ, ალკოჰოლურ სასმელს, შეიძლება დალიო და დაგეძინოს, მაგრამ ის არ არის წამალი. არის საძილე მედიკამენტების მთელი არსენალი, რომელიც შესაძლებელი იყო, დანიშნულიყო.

მკურნალობას რაც შეეხება, ლაპარაკია მულტიპროფილურ და სპეციალიზებულ დაწესებულებაზე და არა მულტიფუნქციურ დაწესებულებაზე. რაც შეეხება მულტიპროფილურ სპეციალიზებულ დაწესებულებას, სადაც მკურნალობენ ანორექსიით დაავადებულ პაციენტებს ან ნაშიმშილებ პაციენტებს, გართულებით, რომელიც ახლა ბატონ მიხეილს აქვს - პოსტტრავმული სტრესი და ვერნიკეს ენცეპალოფატია, რომელიც შეიძლება იმდენად დამძიმდეს, რომ ჩვენ მივიღოთ არა მიხეილ სააკაშვილი ჯანსაღი გონებით, არამედ, ინვალიდი მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics