00:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 17:13:27, 761 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში გიდებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გიდებსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ლექციები უტარდებათ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართული ხალხური სიმღერები, მუსიკალური საკრავები, ეთნოგრაფია, ქართული ჩაი, ბათუმის განაშენიანება და არქიტექტურა, ასევე ქართული ორთაბრძოლის ხელოვნება, ქართული ცეკვები და ეროვნული სამოსი, ბათუმის ოკუპაციების ისტორია - იმ თემებს შორისაა, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ლექციები მიმდინარეობს. მოკლე სალექციო კურსის მიზანი რეგიონში მოქმედი გიდების ცოდნისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებაა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული სექტორის 700-ზე მეტ პირს ჩაუტარა ტრენინგები, მასტერკლასები და ლექციები. სერვისის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებში საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები, ბარმენები, გიდები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics