02:56 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 17:12:19, 499 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ეკლესიის ფორმატი არანაირად არ ითვალისწინებს ურთიერთობებს ულტიმატუმის პირობებში

სასულიერო პირები თავის მოსაზრებებში გამოხატავენ მზადყოფნას, რომ ადამიანები ერთმანეთს შეახვედრონ, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ბოდბის  ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებას „საყოველთაო შერიგებასთან“ დაკავშირებით.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ეკლესიის ფორმატი არ ითვალისწინებს არანაირ ურთიერთობებს ულტიმატუმების პირობებში.

„მეუფე იაკობი, სასულიერო პირები თავის მოსაზრებაში გამოხატავენ მზადყოფნას, რომ ადამიანები ერთმანეთს შეახვედრონ. ეს ის თემა არ არის, რომელიც რეალურ სურვილებთან არის დაკავშირებული, რომ სახელმწიფოში კარგად იყოს მდგომარეობა. ერთის მხრივ არის მუქარა დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესების განვითარების, თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები და სააკაშვილის გათაისუფლება, კიდევ მთელი რიგი სხვა საკითხები, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ომი და არეულობა. ეს არის ულტიმატუმი, ასე რომ ეკლესიის ფორმატი არანაირად არ ითვალისწინებს არანაირ ურთიერთობებს ასეთი ულტიმატუმის პირობებში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics