|
2021-12-12 21:06:03, 722 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, დაემატა კუჭნაწლავისა და ნეიროდეფიციტური პრობლემა, აქვს ანემია
"მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია... დაემატა ანემია და რამდენიმე ახალი პრობლემა," - ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ისაუბრა. ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ანემია აქვს. ექიმის განმარტებით, ანემიის ნიშნები მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის დროს ჰქონდა, მაგრამ შემდეგ გამოსწორდა, ახლა კი ანემია ისევ დაიწყო. „პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საერთო სისუსტე გრძელდება, ასევე აღვნიშნავდი დისბალანსს, სიარულის პრობლემები აქვს. პლუს ამას, დაემატა რამდენიმე ახალი რაღაც. პირველ რიგში, ეს არის კუჭნაწლავის პრობლემები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარდა. უნდა დავაკვირდეთ, რა უნდა ვქნათ. მეორე, ეს არის ნეიროდეფიციტი. ეს, ჩემი აზრით, გამოხატულია და საჭიროებს კორეგირებას რაც შეიძლება სწრაფად. საჭიროა მულტიპროფილური ექიმების ერთად შეკრება, რომ გადავწყვიტოთ, რატომ მოხდა ეს. ასევე გამოკვეთილია ანემია, რომელიც მას აქამდე არ ჰქონდა. ანემიის ნიშნები ჰქონდა როდესაც შიმშილობდა, მაგრამ მერე გამოსწორდა. ახლა ისევ დაიწყო ანემია“,- განაცხადა ყიფშიძემ. ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის მკურნალობა არ არის ადეკვატური მის საჭიროებებთან. „ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე მკურნალობა ადეკვატური იმისა, რაც სჭირდება. მაგალითად, ეს არის დიაგნოსტიკა, პრეპარატები. პრეპარატებში უნდა მოხდეს კორეგირება, რადგან შესაძლოა, ერთი კვირის წინ ერთი პრეპარატი უნდა მიიღო, შემდეგ უნდა მიიღო სხვა პრეპარატები. საჭიროა თერაპიის კორეგირება, ახალი მედიკამენტების დამატება“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის ფსიქოტროპილი მედიკამენტების დოზა, რასაც მას აძლევდნენ, მაღალი იყო. „ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, შეიძლება ის დოზა, რასაც პრეზიდენტს აძლევდნენ, არ აღემატებოდეს თერაპიულ დოზას, მაგრამ ჩემი აზრით, ეს დოზა ძალიან დიდი იყო მის მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის. თერაპიული დოზა არის ფსიქოზების დროს ავადმყოფის მკურნალობა, მაგრამ რასაც პრეზიდენტს აძლევდნენ, მის მდგომარეობაში, ამდენი სტრესის, შიმშილობის შემდეგ, ჩემი აზრით, ძალიან მაღალი დოზა იყო“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)