02:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 14:07:04, 608 ნახვა

საზოგადოება
რკინიგზაში მიმდინარე პროექტები და გამოწვევები - რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა პრეზენტაცია წარადგინა

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, უკვე მეორედ, ყოველწლიური კონფერენცია „შავი ზღვა - საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები“ გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს რეგიონალური მნიშვნელობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესზე, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოებისა და სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე, შავ ზღვაზე საბორნე/ფიდერული სერვისების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე -  კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს. 

ღონისძიებაზე პრეზენტაცია საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა წარადგინა. დავით ფერაძემ დელეგატებს საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები გააცნო. განხილული იყო შუა დერეფნის მიღწევები და განვითარების პერსპექტივები. ასევე საქართველოს, როგორც სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების შესაძლებლობები.

ღონისძიების მთავარი მიზანი ევროპასთან თანამშრომლობის გაზრდა, შავი ზღვის ლოგისტიკური პოტენციალის და ახალი პერსპექტივების განხილვა იყო. კონფერენციას  საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების,  დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics