13:05 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 13:45:35, 507 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის უწყება ევროსაბჭოსგან სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობის სახით 12.75 მილიონი ევროს ღირებულების მხარდაჭერის პაკეტს მიიღებს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

უწყების ცნობით, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველო არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობას, ასევე სამოქალაქო ტიპის მობილურობის საშუალებებს (mobility assets) მიიღებს. მხარდაჭერის პაკეტი 12.75 მილიონ ევროს შეადგენს და 36 თვეზეა გათვლილი. პაკეტის მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას.

„საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება გამიზნულია ქვეყნის თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გასაძლიერებლად, მათ შორის კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო პირებისათვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობების გასაუმჯობესაბლად. უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა დინამიურია.

ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მიზანია, შიდა მედეგობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით, სამხედრო და თავდაცვის საკითხებში ბენეფიციარი ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერება. საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინისთვის, ევროკავშირი ასევე მიზნად ისახავს გააძლიეროს ადგილობრივი თავდაცვის ძალების შესაძლებლობები და თავსებადობა, რათა ხელი შეუწყოს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში წარმოებულ სამხედრო მისიებსა და ოპერაციებს ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics