13:05 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-05 18:45:45, 672 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთის“, FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, რეგიონებში შეხვედრები დაიწყება

„ლიბერთის“,  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია იწყება.

გორში გამართულ პირველ შეხვედრას გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალები დაესწრნენ, რომლებიც  FAO-ს ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტში'' არიან ჩართულნი. მათ „ლიბერთის“ დირექტორის მოადგილემ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით   ირაკლი აბაშიძემ გააცნო ინფორმაცია  ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში გენდერული თანასწორობის როლის, ფინანსურ დაგეგმვასა და იმ საბანკო სერვისებზე, რომელსაც „ლიბერთი“ სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.

„ლიბერთის“ განცხადებით, შეხვედრების მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება აამაღლოს გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.

,,ლიბერთი სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის  შეხვედრებს განაგრძობს გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად.

ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის",  არაერთ სიახლესთან ერთად,  ქალების მუდმივ  მხარდაჭერას  და მათ გაძლიერებას გულისხმობს.  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი მიმართულება ლიბერთის  ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენებით  მათთვის მარტივი მომსახურების   შეთავაზება და რეგიონში  აგრობიზნესის განვითარებაა" - განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ.

სოფლად მცხოვრებ ქალებთან ლიბერთის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მორიგი ერთობლივი შეხვედრა  რაჭა-ლეჩხუმში გაიმართება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics