|
2021-12-05 17:37:04, 749 ნახვა
პოლიტიკა
გული ალასანია სააკაშვილზე - სისტემის ხელშია, იყო უკეთესად, მაგრამ წამების შემდეგ მიდის უკან
ექიმები შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ ვინ აკონტროლებს მათ? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი, უკაცრავად, არ მაქვს ნდობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე განაცხადა. გიული ალასანიას თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ნელ-ნელა ისევ უარესდება. "ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა, ეს ხომ იცით ყველამ ხომ? და ახლა,სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ეს ჩემი შვილი არის ამ სისტემის ხელში და ყველაფერი რაც აქ ხდება, კონტროლდება სისტემისგან, რომლის მიმართ მე ნდობა არ მაქვს. მე არ ვიცი, აქ რომ გადმოიყვანეს რამდენიმე დღე, თითქოს, იყო უკეთესად, ამ გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა ვატყობ, რომ მიდის უკან. ჩემი თვალით, მე ახალა ექიმი არ ვარ, იმ ანალიზებს არ ვნახულობ და ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილება არის ასეთი. ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლა. მანამდე არ იღებდა და ახლა მე არ ვარ დარწმუნებული. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივიაღლა, ეს არ არის ჩვეულებრივი ნერვიულობა, მე დამრჩა შთაბეჭდილება, თითქოს ეს მედიკამეტოზურია, მაგრამ რა ფორმით ხდება ამის მიღება მე არ ვიცი. კითხვის ნიშნებს ნამდვილად მიჩენს, მე არაფერი არ ვიცი, მაგრამ მე არაფრის გარანტია არ ამქვს. ის კი არა, რომ ექიმების მიმართ არ მაქვს ნდობა, ექიმები შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას მაგალითად, როგორ ხდება ეს? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი, უკაცრავად, არ მაქვს ნდობა",- განაცხადა გიული ალასანიამ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)