20:33 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-04 15:41:59, 1026 ნახვა

პოლიტიკა
ლიზა იასკო სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე - ნამდვილი მკვლელობა იქნება

ვრცელდება ინფორმაცია,  რომ სააკაშვილის გადაყვანა სურთ, თუ ეს მოხდება, ნამდვილი მკვლელობა იქნება -ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ  გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ გნაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ძალიან სუსტადაა და მას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება.

"მე არ ვიცი რატომ ამბობენ ექიმები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მე მქონდა შესაძლებლობა 3 დღის განმავლობაში მენახა ის და დღეს ის უარესადაა. ვამჩნევ რომ ის ცუდადაა. რა თქმა უნდა, ის საწოლიდან დგება, თუმცა გადაადგილებაზე საუბარი ზედმეტია. სერიოზულად უნდა განვიხილოთ მისი მაჩვენებლები. მე პროგრესი ვერ დავინახე და ეს ყველაფერი მაშფოთებს.

ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რომელმაც ჩემამდეც მოვიდა, რომ უახლოეს კვირებში სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა სურთ. ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს გადაწყვეტილება ნამდვილი მკვლელობა იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან სუსტადაა და მას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება". -  განაცხადა ლიზა იასკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics