|
2021-12-04 10:08:47, 795 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინის მეორე დოზას წლის ბოლომდე გაიკეთებს - მინისტრის განმარტება
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, როდის გაიკეთებს აცრის მეორე დოზას. როგორც მინისტრი ამბობს, იმ პერიოდისთვის, როდესაც ის "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა, ამ ტიპის ვაქცინის მიღება მისი ასაკისა და სქესისთვის დასაშვები იყო. თუმცა, მეორე დოზის მიღების დრომდე ის კოვიდით დაინფიცირდა, ამასთან ვაქცინების დადგენილებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინის მეორე დოზას წლის ბოლომდე გაიკეთებს, თუმცა რომელი ვაქცინა იქნება ეს, კონსულტაციების საფუძველზე გაირკვევა. "ამაზე არის ძალიან ბევრი კითხვა საზოგადოებაში და ახსნა არის ძალიან მარტივი. მე პირველი დოზა გავიკეთე ასტრაზენეკას ვაქცინით, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო მიღებული ჩემი ასაკის მოქალაქეებისთვის და ასევე სქესისთვის, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩათვლილი, როგორც უსაფრთხო ვაქცინა. თუმცა, შემდეგ იყო სხვადასხვა მოსაზრებები და იმ პერიოდში, სანამ მე მეორე ვაქცინა მეკუთვნოდა, მე უკვე ვიყავი ინფიცირებული. მერე გამოვიდა ახალი დადგენილება, რითაც უკვე გარკვეულ რისკებს შეიცავდა და ამან რა თქმა უნდა, ჩემს ჯანმრთელობაზეც გარკვეული მცირედი გავლენა მოახდინა, რის შემდეგაც უკვე საჭირო კონსულტაციები ჩაითვალა, უკვე რომელი ვაქცინით უნდა გავაგრძელო აცრა. დღეს უკვე ხდება ცნობილი, რომ დასაშვებია, ადამიანები, რომლებიც არ არიან სხვა ტიპის ვაქცინით აცრილები, მათ აქვთ საშუალება მიიღონ დამატებითი დოზა ფაიზერის ვაქცინის, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის არის უსაფრთხო და ასევე ბუსტერ დოზაზე მიიღონ გადაწყვეტილება, რომ აიცრან ფაიზერის ვაქცინით. ამიტომ, ეს იყო საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე გახდებოდა საჯარო, შეიძლება გარკვეული კამათის ან დისკუსიის საგანი გამხდარიყო, იყო ეს სიმართლე თუ ტყუილი. ვინაიდან, ჩვენ არ გვქონდა კონკრეტული პასუხები ამასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მეც მქონდა გარკვეული დუმილის ვალდებულება როგორც ჩემს ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ასევე რომ არ დამენერგა გარკვეული პანიკა მოსახლეობაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკვე ეს ყველაფერი მეტად უფრო ცხადი ხდება, თუ რა შეიძლება იყოს ჩემი შემდგომი გზამკვლევი ვაქცინაციაზე, მე მივიღებ ჩემს კუთვნილ დოზას ვაქცინის,“ - აცხადებს "რუსთავი 2"- თან ეკატერინე ტიკარაძე.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)